პრესრელიზი
11 მაისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
"საქართველოს ბანკის" ექსკლუზიურ პერსონალურ საბანკო მომსახურებას SOLO-ს ბაზარზე ახალი შეთავაზება გამოაქვს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 მაისი , 2011 წელი - 2011 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურების SOLO-ს მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზების SOLO FAMILY-ს გამოშვების შესახებ. ამიერიდან, SOLO მომხმარებელს შეუძლია SOLO-ს უპირატესობები მისი ოჯახის წევრს გაუზიაროს. SOLO FAMILY შესაძლებლობას მისცემს SOLO-ს მომხმარებლის ოჯახის წევრს, მიიღოს ექსკლუზიური საბანკო მომსახურება და გაიზიაროს ის უპირატესობები, რომლითაც სარგებლობენ SOLO-ს მომხმარებლები.
SOLO FAMILY-ს მომხმარებელს ისევე როგორც SOLO მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საბანკო პროდუქტებზე ყველაზე მომგებიანი პირობებით და მიიღოს გამორჩეული მომსახურება მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. SOLO FAMILY მომხმარებელს, მოემსახურება პერსონალური ბანკირი, რომელიც გაუწევს სრულყოფილ კონსულტაციას და ოპერატიულად გადაუჭრის ნებისმიერ საბანკო თუ სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხს. შედეგად, მომხმარებელი დაზოგავს როგორც დროს, ისე თანხას, რადგანაც მომხმარებლის ნაცვლად საბანკო საკითხებზე პერსონალური ბანკირი იზრუნებს და დაეხმარება საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
SOLO FAMILY-ს მომხმარებლებისთვის შეიქმნა განსხვავებული დიზაინის SOLO FAMILY ბარათი, SOLO ბარათის მსგავსი უნიკალური უპირატესობებით და განსაკუთრებული ფასდაკლებებით. SOLO FAMILY იდეალურად შეესაბამება ოჯახის მოთხოვნებს, რადგანაც ის სთავაზობს საბანკო პროდუქტების ყველაზე მომგებიან შეხამებას და მოიცავს: დისტანციურ საბანკო მომსახურებას უფასოდ, ექსკლუზიურ შეთავაზებებს ანაბრებზე, მხოლოდ SOLO FAMILY-ს მომხმარებლებისთვის საბავშვო ანაბარზე +1%-ს, 14-დღიან სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრად. ექსკლუზიურად SOLO FAMILY-ს მომხმარებლებს, 24 საათის განმავლობაში, მოემსახურება სატელოფონო ცენტრი, ნომერზე: 444 400.
დამატებით, SOLO Fამილყ-ს მფლობელებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ისეთი პროდუქტებითა და მომსახურებით, რომელიც მხოლოდ SOLO მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი: American Express® Gold დამატებითი საკრეტიდო ბარათი, კურიერის მომსახურება და ექსკლუზიური პირობები სადაზღვევო პროდუქტებზე კომპანიისაგან "ალდაგი ბისიაი".
SOLO FAMILY-ს შეძენა შეუძლიათ მხოლოდ SOLO მომხმარებელს თავიანთი საყვარელი ადამიანებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ნომერზე 444 400, გააგზავნოს შეტყობინება მისამართზე solo@bog.ge, ეწვიოს ვებგვერდს www.solo.ge ან SOLO ფილიალსა და SOLO მომსახურების ადგილებს "საქართველოს ბანკში".